воскресенье, 29 декабря 2019 г.

ბანკეტი - ფურშეტი


ბანკეტი– ფურშეტი

ასეთი ბანკეტი ძირითადათ იმართება  სახელმწიფო მიღების, რაიმე პროტოკოლის ხელმოწერის, თეატრალური შეხვდერების, საქმიანი შეხვდრების, იუბილეს, კონფერენციების და სხვა სადღესასწაულო ან ღირშესანიშნავი თარიღის დროს. ეს არის მთლიანად სერვირებული მაგიდა, სტუმრები თვითონ ირჩევენ და იღებენ კერძებს / სასმელს და იკავებენ ადგილებს სუფრასთან ან მიირთმევენ ფეხზე დამდგრები, აქედან გამომდინარე ასეთი მომსახურების დროს პირველი მოთხოვნაა რომ მენიუ შესდგებოდეს ისეთი კერძებისგან რომელთა მირთმევა მოსახერხებელია როგორც დამჯდარი ასევე ფეხზე დგომის დროს; აქედან გამომდინარე კერძები, რომლებიც წარდgენილია ღონისძიებაზე, უნდა იყოს დაჭრილი პატარა ნაჭრებად, რომლებსაც არ სჭირდებათ დანა. კერძებს მიირთმევენ ჩანგლებით ან სპეციალური ჩხირებით. განსაკუთრებით პოპულარულია ასეთი მომსახურების დროს სხვადასხვა სახის ტარტალეტკები და კანაპეები.
ამ სახის ბანკეტის ორგანიზების დროს არ შეიძლება მაგიდების განთავსება უშუალოდ სითბოს წყაროსთან ან მზის სხივების დაცემის არეში, ვინაიდან ამ შემთხვევაში პროდუქტი ვიზუალურ მხარეს იმაზე ადრე დაკარგავს, ვიდრე ეს ღონისძიება დამთავრდება. სასურველია, ასევე გათვალისწინებულ იქნას პარკეტის წყობა, კედლების ფერი და დარბაზის კოლონების ასეთის არსებობის შემთხვევაში) განლაგება.

         -ლა ფურშეტი  ფრანგული სიტყვაა (a la fourchette - ჩანგლით).  
ჭიქები გამაგრილებელი და ალკოჰოლური სამელებისთვის იდგმება რიგებად ან სამკუთხედებად. ერთმანეთზე შეწყობილი თეფშები, მაგიდის ყველა კუთხეშია განთავსებული. ცივი კერძები ლაგდება სუფრის ცენტრში. კიდეები კი თავისუფალი რჩება რათა სტუმრებმა შეძლონ საკუთარი თეფშების დალაგება.-ლა-ფურშეტიs  დროს, როგორც წესი თვითმომსახურებაა. მაგიდასთან  მიმტანებს, მხოლოდ დასვრილი თეფშების გამოცვლა, კერძების  და ნაყინის შემატება და სასმელის შევსება ევალებათ. გამომდინარე იქიდან, რომ ფურშეტზე სტუმრები მიირთმევენ ფეხზე დგომით, მაგიდებიც უნდა მორგებული იყოს სიტუაციის შესაბამისად. ფურშეტის მაგიდები ოდნავ მაღალია, ვიდრე ჩევულებრივი სარესტორნო მაგიდები. მათი სიმაღლე საშუალოდ 90-100 სანტიმეტრია, ხოლო სიგანე საშუალოდ 150 სანტიმეტრი.მაგიდების რაოდენობა და ზომები მოწვეული სტუმრებისათვის ითვლება შემდეგი სახით: 1მეტრი მაგიდა გათვლილია 6-8 სტუმარზე. ფურშეტის მაგიდების განლაგება დამოკიდებულია დარბაზის ფართობსა და მის არქიტექტურულ თავისებურებებზე.

 
დარბაზში განლაგებული მაგიდები ერთმანეთისაგან და აგრეთვე ახლოს მდებარე კედლიდან დაშორებული უნდა იყოს მინიმუმ 1,5 მეტრით, რაც შესაძლებელს ხდის სტუმრების თავისუფალ მოძრაობას მათ გარშემო.  სუფრა უნდა ეშევბოდეს მაგიდის კიდიდან თითქმის იატაკამდე (უნდა რჩებოდეს 5-7 სანტიმეტრი). გახსოვდეთ, რომ, პრაქტიკიდან გამომდინარე, ფურშეტისათვის თითოეული სტუმრის მომსახურების მიზნით უნდა მოვიმარაგოთ ჭურჭელი.


  წყარო : რესტორნის სერვის მენეჯერი 2015 წელი .სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი . ლია ვაშაკაშვილი .რუსუდან ჩართოლანი . თამარ გოგოლაშვილი. ირაკლი დიდენკო
http://vet.ge/wp-content/uploads/2015/08/studentis-saxelmzgvanelo-restornis-servis-menejeri.pdf



Комментариев нет:

Отправить комментарий